ქართული დროშები · ზემო სვანეთი
სვანური ლემი
უქარო ამინდში ყვითელი აბრეშუმი ტარის გასწვრივ ეშვება. როცა მედროშე ცხენს აჭენებს, ქსოვილი ჰაერით ივსება და ლომის ფორმას იღებს.
ნახვა 3D-შიდროშა და ბუნიკი 3D-ში
მოაბრუნეთ მოდელი სხვადასხვა მხრიდან სანახავად. სლაიდერი აჩვენებს, როგორ იცვლება ქსოვილის ფორმა უქარო ამინდიდან ძლიერ ქარამდე.
სამხედრო საქმე 3D კაბინეტში · 3D მოდელის ცალკე გახსნა · GLB ფაილის ჩამოტვირთვა
წმინდა გიორგი ბუნიკზე
XIII საუკუნის ბუნიკი მოოქროვილი ვერცხლისაა. ერთ მხარეს გამოსახული არიან ლატალის წმინდა იონა და სეტის წმინდა გიორგი, მეორე მხარეს კი უღრის მთავარანგელოზი და ასომთავრული შეწირულობის წარწერაა.
ეთნოგრაფიული აღწერით, აბრეშუმის ფიგურის სიგრძე კუდიანად 2,24 მეტრია. ტარის სიგრძე, ბუნიკის სისქე და მოძრავი ქსოვილის ნაკეცები სავარაუდოდაა აღდგენილი. 3D მოდელზე წმინდანთა გამოსახულებები და წარწერები ფოტოტექსტურითაა გადმოცემული.
წყაროები
- სარა ბარნაველი. „ქართული დროშები“, 1953 · ტაბ. VII–IX.
- ვერა ბარდაველიძე. „დროშა ლემ, მგელი-ძაღლი“ · აბრეშუმის ფიგურისა და ჰულიშობის აღწერა.
- ქართული ენციკლოპედია · ლემის საარქივო ფოტო.
- ბუნიკის ორივე მხარის ფოტო · Tbilisi Post-ის პუბლიკაცია.
